გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო
მიმინოშვილი 42001006135
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: I საფეხური V ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა:
„ ენით გამოხატული სამყარო“
(ფრაზეოლოგიზმები)
გაკვეთილის მიზანი: V.2 მოსწავლეს შეუძლია
ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების
განხორციელება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 1. გამოდის
კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
გაკვეთილს ვიწყებ მისალმებითა და დასწრების აღწერით.
მოსწავლეებს ვახსენებ თემას- ენით გამოხატულის სამყარო(ფრაზეოლოგიზმები)
1. აქტივობა- გონებრივი იერიში
შესწავლილი მასალის შემოწმების
მიზნით ვსვამ შემდეგ კითხვებს:
ა) რა არის ფრაზეოლოგიზმი?
ბ)რა თავისებურება აქვთ ფრაზეოლოგიზმებს?
გ) რომელ სახელმძღვანელოში შეგხვედრიათ
ფრაზეოლოგიზმები? რატომ?
დ) მხატვრული ლიტერატურის გარდა
სად ვხვდებით ფრაზეოლოგიზმებს?
ე)სხვაგვარად რას ვუწოდებთ ფრაზეოლოგიზმებს?
ვ) ვინ უწოდა ფრაზეოლოგიზმებს
„ფრთიანი გამონათქვამები?“
2. აქტივობა- მიცემული დავალების შემოწმება.
წინასწარ ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები წარდგენენ თავიანთ „გამომცემლობას“
(ბროშურებშიუნდა ჩაეწერათ ფრაზეოლოგიზმები განმარტებითურთ).
I
ჯგუფი - (ბიბლიური ფრაზეოლოგიზმები) ანიდან ...ენიმდე
II
ჯგუფი- (ბიბლიური ფრაზეოლოგიზმები)
ენიდან...ლანამდე
III
ჯგუფი - (მითოლოგიური ფრაზეოლოგიზმები) ანიდან... მანამდე
IV
ჯგუფი- ( მითოლოგიური ფრაზეოლოგიზმები)
მანიდან... ქანამდე
V
ჯგუფი- (ქართული წარმოშობის
ფრაზეოლოგიზმები) ანიდან...ნარამდე
3. აქტივობა - მინი ლექცია ახალი ტერმინი
მოსწავლეებს გავაცნობ ხატოვან სიტყვა-თქმათა
კიდევ ერთ ტერმინს- ლათინურ სიტყვას - იდიომა. ავუხსნი , რას ნიშნავს იგი ქართულად.
მოსწავლეებს მივაწოდებ ასევე მოკლე ინფორმაციას თედო სახოკიას - პირველი ქართული
ხატოვანი თქმების ლექსიკონის შემდგენელის - შესახებ.
4. აქტივობა- აბლაბუდა „ ანატომია
ფრაზეოლოგიზმებში“
დაფაზე გავაკრავ თაბახზე გამოსახულ
ენას (აინშტაინის ცნობილ პორტრეტს),
გულს, ხელს, თვალებსა და ყურს.
ამათგან თითო შეხვდება თითოეულ
ჯგუფს დავალების შესასრულებლად. დაურიგდებათ შესაბამისად სხვადასხვა ფერის სტიკერები,
დაწერენ სათანადო ფრაზეოლოგიზმებს (მაგ: აინშტაინის სურათს მიეწებება: ენა წინ უსწრებს,
ენამ უყივლა... და ასე შემდეგ. )
5. აქტივობა _ „ მარტივი ლოგიკა“
(+ რუბრიკით, ეს რა დამემართა?! ანუ თავად
„ მივიყვან, საჭიროების შემთხვევაში, სწორ
პასუხამდე)
პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ
ანიმაციურ გამოსახულებებს, უნდა დაუკავშირონ
ერთმანეთს და გამოიცნონ „ გასაშიფრი“ ფრაზეოლოგიზმი
(მაგ: ერთმხარეს ბოთლიდან ისხმება ღვინო, მეორე მხარეს- ონკანიდან მოდის წყალი და ორივე
გამოსახულებაზე გაჩნდება აკრძალვის ნიშანი. მოსწავლეებს უნდა გაახსენდეთ ფრაზეოლოგიზმი
„არც წყალია, არც _ ღვინო. და ა.შ)
(P.S ამ კლასს მე-4
დან ვასწავლი და ცალკე რვეულს ვაწარმოებთ ფრაზეოლოგიზმებისათვის)
6.
აქტივობა - „ ფორმატი ფერებში“
ფორმატის ორი სვეტიდან პირველში
სხვადასხვა ფერის მარკერით იქნება ჩაწერილი დანომრილი ფრაზეოლოგიზმები, ხოლო მეორე
სვეტში _ მხოლოდ შავი ფერით, თანაც არეულად ეწერება პირველი სვეტის სინონიმები. მოსწავლეებმა
უნდა დააწყვილონ ხატოვანი თქმები და შემდეგ სათანადო
ფერის მარკერით შეაერთონ სინონიმები.
7. აქტივობა
- დავალება :ყველაზე სწრაფი მე-5 კლასელი
8. აქტივობა
- შეფსება
|
კითხვა-პასუხი
პრეზენტაცია
მინი ლექცია
პრეზენტაცია (სათანადო ნახატთან შესაბამისი ფრაზეოლოგიზმების
მიმაგრება)
პოვერ პოინტი
კითხვა-პასუხი
თამაში სისხარტეზე
ვერბალური (განმსაზღვრელი, განმავითარებელი)
|
მთელ კლასთან
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
პროექტორი,
ლეპტოპი
თედო სახოკიას ქართულიხატოვანი
თქმების ლექსიკონი
დაფა, თაბახები, სტიკერები
პროექტორი, ლეპტოპი
დაფა , ფორმატი, მარკერი
დაფა, ფორმატი
შესასრულებელი
დავალების ნიმუშით
|
1 წთ
2 წთ
13 წთ
2 წთ
8 წთ
11 წთ
3 წთ
3 წთ
2 წთ
|
Комментариев нет:
Отправить комментарий